საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი 2018 წლის ნაკრები გუნდების საუკეთესო მწვრთნელი გახდა. ეს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) ვერსიაა.
გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა ზლატკო დალიჩმა (ხორვატია), მესამეა – რობერტო მარტინესი (ბელგიის ნაკრები).
გეხსომებათ, გასულ მუნდიალზე სწორედ ამ თანმიმედვრობით დაიკავეს საპრიზო ადგილები გუნდებმა – საფრანგეთი, ხორვატია, ბელგია. ასე რომ, არჩევანი ბანალურად გაკეთდა.
გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმა 2 ხმა მიიღო და კარლუშ კეირუშთან (ირანი) ერთად მე-11 ადგილი გაიყო.
გამოკითხვაში მონაწილეობა 90 ქვეყნის ექსპერტებმა მიირეს.