აშშ-ში ვირუსი ზიკას სქესობრივი კავშირით გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა, ტეხასის შტატის ექიმების ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. დაავადებულს სქესობრივი კავშირი ჰქონდა ადამიანთან, რომელიც ვირუსის გავრცელების ზონიდან ჩავიდა აშშ-ში.
აქამდე მიიჩნეოდა, რომ ზიკას გადამტანი მხოლოდ კოღო იყო.
სხვა ბევრი ტროპიკული დაავადებისგან განსხვავებით, ვაქცინა ან სამკურნალო საშუალება ზიკას წინააღმდეგ ჯერ-ჯერობით არ არსებობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილო ამერიკაში სამიდან ოთხ მილიონამდე ადამიანი შეიძლება იყოს ინფიცირებული.
უმეტეს შემთხვევებში ვირუსი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, ამიტომ ზიკას დადგენა ძალიან რთულია.
