LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იშვიათია გემოსა და ყნოსვის დაკარგვა” – თენგიზ ცერცვაძე “ომიკრონის” სიმპტომებს ასახელებს

287
cercvadze

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში იშვიათია გემოსა და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა.

ამასთან, ცერცვაძე განმარტავს, რომ „ომიკრონი“ იწყება სიმპტომებით, როგორიცაა სურდო, ყელის, თავის ტკივილი და სისუსტე.

გამყრელიძე: ქვეყანაში “ომიკრონი” დომინანტი გახდა, თუმცა ცირკულირებს სხვა შტამებიც

„ომიკრონი“ უფრო ხშირად იწყება ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა სურდო, ყელში ჩაკაწვრის გრძნობა და ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, სისუსტე. ეს არის პირველი ძირითადი სიმპტომები, როდესაც „დელტა“ და სხვა შტამების დროს განსხვავებული სიმპტომები იყო. თუმცა შემდგომში „ომიკრონის“ დროსაც შესაძლოა განვითარდეს ისეთი სიმპტომები, რაც „დელტას“ დროს ვითარდებოდა. მაგრამ იშვიათია გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, ასევე ნაკლები ინტენსივობისაა ხველა და შედარებით იშვიათია მაღალი ცხელება, თუმცა ეს სიმპტომები მაინც იმდენად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ექიმმა ან ავადმყოფმა მკაფიოდ გაარჩიოს, „ომიკრონი” აქვს თუ „დელტა”,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ზაზა წერეთელი: „ინფორმაცია საინტერესო უნდა იყოს განსაკუთრებით მათთვის, ვისაც კოვიდის გადატანა ურჩევნია აცრას და ვინც ომიკრონის შესახებაც ფიქრობს, რომ მსუბუქი ფორმაა და შესაბამისად, არ ღირს ნერვიულობა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები