უკვე რამდენიმე თვეა, 34 წლის მეგან ფოქსი და 30 წლის რეპერი, კოლსონ ბეიკერი ერთმანეთს ხვდებიან. ფოქსმა კოლსონის გამო მეუღლესთან, ბრაიან ოსტინ გრინთან 10 წლიანი ქორწინება დათმო. წყვილის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო სერიოზულდება.
მეგან ფოქსის სასიყვარულო პოსტი შეყვრებულს და ყოფილი ქმრის უცნაური რექცია
ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ მეგანმა კოლსონს შვილები გააცნო. „ისინი ერთად უამრავ დროს ატარებენ და მომავალს ერთად გეგმავენ, მეგანი ფიქრობს რომ ეს ბუნებრივია“, – აცხადებს ინსაიდერი გამოცემა PEOPLE-თან.
შეგახსენებთ, მეგანს ყოფილ მეუღლესთან სამი შვილი, 7, 6 და 3 წლის ვაჟები ჰყავს, კოლსონ ბეიკერს კი ყოფილი ურთიერთობიდან 13 წლის ქალიშვილი.