ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმებით იმუქრება. „Daily Mail“-ის ინფორმაციით, ქსელში დაჯგუფების მომხრეთა შორის შესაბამისი სურათები და პლაკატები გავრცელდა
კონკრეტულად, „ბოევიკებმა“ მესენჯერის საშუალებით გაავრცელეს გამოსახულება, რომელზეც ჩანს, რომ სანტა კლაუსს შავ სამოში ჩაცმული ფიგურა დაჰყურებს, რომელზეც წარწერილია: „მალე თქვენს დღესასწაულებზე“, რომლებიც დაწერილია ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე.
ტერორისტებმა, ასევე, გაავრცელეს ფოტოები, რომლებიც ეიფელის კოშკიდან არის გადაღებული, რომლის წინა პლანზე გამოსახულია სისხლიანი ხელი, რომელსაც დანა უკავია.