LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელის ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერეს

129
covid-19-apr20-featured

ისრაელის მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების შემდეგ, რომელმაც ეპიდ. ვითარების გამწვავების გამო, საქართველო „წითელი” ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა და საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, ისრაელის ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით რეისები შეაჩერეს.

ინფორმაციას „ავიანიუსი“ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც ამბობენ, რომ ისრაელის ავიაკომპანიების მხრიდან აგვისტოში დანიშნული ფრენების უმეტესობა უკვე გაუქმებულია.

TAV Georgia-ს ინფორმაციით, ავიაკომპანიებმა Isr Air-მა და Arkia-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აგვისტოში თელ -ავივიდან დაგეგმილი 27 რეგულარული რეისიდან 21 გააუქმეს. ჯერჯერობით, უცნობია ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს ავიაკომპანია EL Al, რომელსაც აგვისტოს თვეში 17 რეგულარული რეისის შესრულება ჰქონდა დაგეგმილი.

რაც შეეხება თელ-ავივი-ბათუმის მიმართულებას, ავიაკომპანია Arkia-მ აგვისტოსში ფრენები საერთოდ გააუქმა. სიხშირეები შეამცირეს ავიაკომპანიებმა – El Al და Isr Air-ი.

შეგახსენებთ, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო შედის “წითელი” ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები