პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის საპასუხო დარტყმების შედეგად 230-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა 1700-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
უწყებას არ დაუზუსტებია, დაღუპულები „ჰამასის“ მებრძოლები არიან თუ სამოქალაქო პირები.
ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული ბოლო ინფორმაციით, ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, დილის მდგომარეობით, 300-ს მიაღწია. დაშავებულია 1 590 ადამიანი, მათ შორის 300 მძიმე მდგომარეობაშია, 19 კი – კრიტიკულ მდგომარეობაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა“ მძევლები და ომის ტყვეები აიყვანა