LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელის თავდაცვის ძალები – ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

222
ისრაელი

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

„მთელი ისრაელი ცეცხლის ქვეშაა, მას შემდეგ რაც ირანმა რაკეტები გაუშვა… ირანული თავდასხმა გრძელდება. ისრაელის მიმართულებით ათობით დამატებითი რაკეტაა გაშვებული“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მედიის ცნობით, თელ-ავივში აფეთქებების ხმა ისმის და კვამლი ჩანს.

ისრაელის თავდაცვის ძალები საზოგადოებას მოუწოდებენ რაკეტების დარტყმის ლოკაციები და ფოტოები არ გაავრცელონ, ვინაიდან „მტერი თვალს ადევნებს კადრებს საკუთარი შეტევითი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად“.

„ისრაელის ავიადარტყმების შედეგად თეირანში დაიჭრა სულ მცირე 50 ადამიანი, მათ შორის 35 ქალი და ბავშვი…“ – რა ვითარებაა ირანში ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g