LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა“ მძევლები და ომის ტყვეები აიყვანა

355
Untitled design

„ჰამასის“ ტერორისტულმა დაჯგუფებამ ღაზას სექტორში ისრაელის მოქალაქეები მძევლად აიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების უმაღლესი წარმომადგენელი დანიელ ჰაგარი ავრცელებს.

მისი განცხადებით, სამხრეთ ისრაელში ბრძოლა 22 ლოკაციაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„ოთხი დივიზია განლაგებულია ღაზას საზღვართან და უერთდება 31 ბატალიონს, რომლებიც უკვე იქ არიან“, – განაცხადა ჰაგარიმ.

როგორც ჰაგარიმ აღნიშნა, ბრძოლაში დაიღუპნენ ისრაელის ჯარისკაცები, თუმცა მძევლებისა და დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

„არსებობენ მძევლები და ომის ტყვეები, რომლებიც „ჰამასმა“ აიყვანა. ასევე არიან დაღუპულები ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს შორის. ზუსტი რიცხვი ჯერ არ გვაქვს“, – აცხადებს დანიელ ჰაგარი.

ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული ბოლო ინფორმაციით, ტერორისტული ჯგუფის, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში, 70-მდე ადამიანი დაიღუპა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოებში 908 დაშავებულია გადაყვანილი.

„მშვიდობის გარანტია მხოლოდ ისრაელის მიერ პალესტინის ოკუპაციის დასრულებაა“ – პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

„ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში არსებული ვითარებით – ტერორსა და არაადამიანობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი თანამედროვე სამყაროში“ – სალომე ზურაბიშვილი

„ვგმობ ისრაელზე და მის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას“ – ირაკლი ღარიბაშვილი

magti 5g