The Times of Israel წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში, პალესტინის მოედნის ქვეშ დამალული „ჰამასის“ დიდი გვირაბი გაანადგურეს.
IDF-ის ცნობით, გვირაბის განადგურება Yahalom-ის ელიტარული საბრძოლო საინჟინრო ქვედანაყოფის და 401-ე ჯავშანსატანკო ბრიგადის მიერ განხორციელდა.
პალესტინის მოედანი ღაზას ქალაქის რიმალის უბანში მდებარეობს. ეს ტერიტორია ომამდე განიხილებოდა, როგორც ანკლავის ელიტის ძალაუფლების ცენტრი, სადაც ცხოვრობდნენ „ჰამასის“ უმაღლესი თანამდებობის პირები.