LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 250-მდე გაიზარდა

242
Untitled design

250-მდე დაღუპული და სულ მცირე 1450 დაშავებული ადამიანი – ასეთია ამ დროისთვის არსებული მონაცემები, რომელიც „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას მოჰყვა.

ისრაელის თავდაცვის ძალები მთელ ძალას გამოიყენებს „ჰამასის“ გასანადგურებლად – გავიმარჯვებთ, მაგრამ ფასი მძიმე იქნება – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ მოიმატებს. მათივე ცნობით, დაშავებული ადამიანების უმეტესობა მძიმედაა.

გავრცელებული ინფორმაციით, ათობით მშვიდობიანი მოქალაქე, ისევე როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები დაატყვევეს და ღაზას სექტორში გადაიყვანეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა“ მძევლები და ომის ტყვეები აიყვანა

ამ იერიშმა 4 მილიონ ისრაელელს აიძულა თავშესაფრებს და დაცულ ოთახებს შეფარებოდნენ – ჩვენ ძლიერები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად – საქართველოში ისრაელის ელჩი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g