LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელში დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდა

103
201577821-4164810770243636-294151955233098308-n

ვაქცინაციის წარმატებული ტემპის და კორონავირუსის გავრცელების მკვეთრად შენელების გამო, დღეიდან ისრაელში პირბადის ტარება სავალდებულო აღარც დახურულ სივრცეებში იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ისრაელში პირბადის ღია სივრცეში ტარების ვალდებულება ჯერ კიდევ 18 აპრილს მოიხსნა, ხოლო ამიერიდან მისი ტარება ადამიანებს აღარც დახურულ სივრცეებში მოუწევთ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა ხელი უკვე  მოაწერა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში შესატან შესაბამის ცვლილებებს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისრაელის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა ბიზნესებს სრულფასოვნად ფუნქციონირება შეეძლებათ. ისე, როგორც ეს პანდემიამდე იყო. ქვეყანაში ჩვეულებრივ იმუშავებენ საგანმანათლებლო, სავაჭრო და კომერციული დაწესებულებები.

მიუხედავად ამისა, გამონაკლისები მაინც იქნება. იმ ადამიანებისათვის, ვინც კორონავირუსის ვაქცინით აცრილი არ არის, პირბადეების ტარება დახურულ სივრცეებში კვლავ სავალდებულო იქნება. პირბადე ისევ უნდა ატარონ თვითმფრინავის მგზავრებმა, ასევე სამედიცინო და მოვლის დაწესებულებებში დასაქმებულმა პირებმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები