ისრაელში მცხოვრები ექიმი, ანი შიმშილაშვილი-კოლი სოციალურ ქსელში ისრაელში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
ექიმი, ომის დროს ებრაელი ხალხის ღირებულებებს და სულიერ მხარეს უსვამს ხაზს.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ისრაელი
დღეს სამსახურში ორსაათიანი ლექცია გვქონდა: „როგორ ვუმკლავდებით სიტუაციას“…
ბევრს არ ვიტყვი, 4 პუნქტი იყო სულ და თავად დავრჩი გაოგნებული:
- ვიცოდეთ, მივიღოთ მოცემულ მომენტში ის, რისი შეცვალაც არ შეგვიძლია!
ნუ დავსვამთ ახლა კითხვებს, კითხვების და პასუხების დროც მოვა, ახლა მოქმედების დროა!
- ახლა არაა გლოვის დრო!
ახლა არაა გლოვის და სხვისი ან თავის გამოტირების დრო, ახლა ვიფიქროთ რით შეგვიძლია დავეხმაროთ ერთმანეთს, ქველმოქმედება, მოხალისეობა ბავშვებთან, მოხუცებთან, მათი გახალისება!
- არ შევიძულოთ მტერი! არ ვიფიქროთ შურისძიებაზე.
ომს მისი კანონები აქვს, ეს არაა მოქალაქეთა საქმე, ყურადღება უნდა გადავიტანოთ მაქსიმალურად სიკეთეზე, რა სიკეთე შეგვიძლია ამ დღეებში გავაკეთოთ!!!
- გაუზიარე შენი ფიქრები, აზრები, განცდები მეგობრებს და ახლობლებს!
როდესაც შენს დარდებს ინახავ შიგნით ბოროტები, ფიქრობ სამაგიეროს გადახდაზე, სუსტდები პიროვნულად, იმიტომ რომ შენზე იმარჯვებს სიძულვილი, ხდები უბედური და ემსგავსები მტერს!
#ნუ #დაემსგავსები #მტერს…
არ გაჩუმდე, ისაუბრე, ამოხეთქე რაც შიგნითაა! არ დაიტოვო!
– ეს იყო ძირითადი თემები.
ხო და შეადარეთ ისრაელის სახელმწიფოს იდეოლოგია – ჰამასის იდეოლოგიას!
იქ დიდს და პატარას სისხლით ზრდიან! ბოროტებაში!
ისრაელში კი სკოლებში , უნივერსიტეტებში, სამსახურებში ფსიქოლოგები დადიან და ლექციებს გვიტარებენ:
#არ #დაემსგავსო #მტერს!
ისრაელი ❤️
დღეს სამსახურში ორსაათიანი ლექცია გვქონდა: “როგორ ვუმკლავდებით სიტუაციას”…
ბევრს არ ვიტყვი, 4 პუნქტი იყო…Posted by Annie Kol on ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი, 2023
რამდენად ძლიერი და შემდგარი სახელმწიფო უნდა იყო, რომ ასეთი იდეოლოგიით დაუდგე მოცემულ სიტუაციაში მტერს,“ – წერს ანა შიმშილაშვილი.