LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

#IStayHomeFor- ჯულია რობერტსი, ნატალი პორტმანი და ემა უოტსონი სახლში დარჩენის კამპანიას უერთდებიან

490
20200324-stay-post1

გასულ კვირას, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ახალი კამპანია, #istayathomefor მსახიობმა ქევინ ბეიქონმა წამოიწყო. მსოფლიო ვარსკვლავები საზოგადოებას თვითიზოლაციისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ვიდეო: ქევინ ბეიკონი, ელტონ ჯონი და დევიდ ბექჰემი ვარსკვლავურ წამოწყებას უერთდებიან

ცნობადი სახეების მრავალრიცხოვან არმიას, რომლებმაც მსოფლიო მასშტაბით ვარსკვლავური წამოწყება შექმნეს და პერმანენტულად პლანეტის საზოგადოებას ვირუსის სერიოზულად აღქმასა და სახლში დარჩენას  მოუწოდებენ, ქევინ ბეიკონი, ელტონ ჯონი და დევიდ ბექჰემიც  უერთდება

აღნიშნულ წამოწყებას ჯულია რობერტსი, ნატალი პორტმანი და ემა უოტსონი შეუერთდენ.

„მე სახლში ჩემი ოჯახის წევრების გამო ვრჩები, ასევე ჩემი 95 წლის მეზობლისთვის. მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ეს პრობლემა გადავჭრა. დარჩით სახლში თქვენც, ეს ამ ეტაპზე ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა – წერს ჯული რობერტსი და სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს

ჩემს ზოგიერთ მეგობარს დასუსტებული იმუნიტეტი აქვს, ზოგიც ორსულადაა, მე სახლში სწორედ მათთვის ვრჩები და იმ უამრავი მედიცინის მუშაკისთვის, ვინც  ყოველდღიურად პანდემიას ებრძვის – ნატალი პორტმანი.

„ჩემი ბებია უკვე 70 წლისაა და მას განსაკუთრებულად სუსტი იმუნიტეტი აქვს, ჩემს დედას დიაბეტი აქვს და ჩემი საუკეთო მეგობარი ექიმია – მე სახლში მათი გულისთვის ვრჩები“ – ემა უოტსონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები