LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიაში ერთადერთი სარბოლო Ferrari გასაყიდად გაიტანეს

64

აუქციონის სახლი Gooding & Company აგვისტოს ვაჭრობაზე, რომელიც პაბლ-ბიჩზე გაიმართება, 1955 წელს გამოსული, განსაკუთრებული Ferrari 500 Mondial Series II გაიყიდება. ეს ავტომობილი ერთადერთი Ferrari-ია, რომელიც წითელი არ არის და მისით იტალიური მწარმოებელის საქარხნო გუნდი რბოლებში გამოდიოდა. სპორტქარს მთელი 58 წელი  ერთადერთი მფლობელი ჰყავდა.

თავდაპირველად, ავტომობილი შასის ნომრით 0556 (0446)/MD და Scaglietti-ის ძარით, ცნობილ ავტომრბოლელს, ფრანსუა პიკარს გადაეცა. სპორტქარით, რომელიც საფრანგეთის ნაციონალურ სარბოლო ფერებში იყო გადაწყვეტილი, მან პარიზის 24 საათიან გრან პრიზე მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით, Ferrari 500 Mondial Series II-ით იტალიელი ჯინო მუნარონი გამოდიოდა.

სწორედ 1955 წელს სპორტქარის ფლობის უფლება საქარხნო გუნდს Scuderia Ferrari-ს გადაეცა. ამავე წლის ნოემბერში Mondial Series II სამიდან ერთ-ერთი ავტომობილი გახდა, რომელმაც მონაწილეობა ვენესუელას გრან პრიზე მიიღო. მას იტალიელი მრბოლელი ეუჯენიო კასტელოტი მართავდა და Ferrari-მ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია: კლასში პირველი ადგილი და საერთო შედეგით მეხუთე ადგილი აიღო.

გრან პრის შემდეგ Ferrari 500 Mondial Series II დომინიკელმა დიპლომატმა პორფორიო რუბიროსმა შეიძინა. ამის შემდეგ, რამდენიმე მფლობელი შეიცვალა და სადილერო ცენტრ Rambler-ის განკარგულებაში აღმოჩნდა.

1960 წლის გაზაფხულზე, ოფიცერმა რობერტ ფილიპსმა Ferrari გამოისყიდა და კალიფორნიაში, ოკლენდის ავიაბაზაზე გადაიყვანა. ის ავტოსახელოსნოს მენეჯერს ატომობილის შენახვაზე მოელაპარაკა და მთელი 9 თვის განმავლობაში არემონტებდა. ფელიპსმა ძრავი, ტრანსმისია, ძარა  თავად აღადგინა და ადგილობრივ შეჯიბრებებში დაიწყო გამოსვლა.

დაახლოებით 10 წლის წინ რვაწლიანი რესტავრაცია დასრულდა. ის არაერთხელ გამხდარა ელეგანტურობის კონკურსისა და კლასკური ავტომობილების რბოლის გამარჯვებული.

Ferrari 500 Mondial Series II-ის ფასი ჯერჯერობით უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები