“ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას არ მიეღო დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა პარლამენტის თავმჯდომარე აფასებს. არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ისტორიაში ვერ იხსენებს ოპოზიციურ პარტიას, რომლმაც მხარი არ დაუჭირა იმას, რასაც მხარს უჭერდა. ის ასევე ამბობს, რომ დღეს “ნაციონალური მოძრაობა” თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ჩნდება კითხვა, შეძლებს თუ არა ეს პოლიტიკური პარტია, მომავალში რამეზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
„ნაციონალური მოძრაობა“ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა - არჩილ თალაკვაძე
“მე ვერ ვიხსნებ პოლიტიკის ისტორიაში ვერცერთ ფაქტს, როდესაც პოლიტიკურმა პარტიამ, ამ შემთხვევაში ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლო, რომ მხარი არ დაეჭირა იმისთვის, რასაც ამბობს, რომ მხარს უჭერს. ისინი ამბობენ რომ მხარს უჭერენ ამ ცვლილებებს, რომ ეს საჭიროა, კარგია მაგრამ ასევე დღეს გამოჩნდა, რომ მათ კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა და მხარი არ დაუჭირეს”,-თქვა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებდა “ნაციონალური მოძრაობა”.
