დუბაის კაფე Julith Coffee-ში გამოჩნდა ყავა, რომლის ერთი ფინჯანი 3600 დირჰამი (2646.7 ლარი) ღირს. ამის შესახებ The Independent წერს.
სასმელს ამზადებენ Geisha-ს ჯიშის Nido 7 ხაზის ყავის მარცვლებისგან – ეს არის იშვიათი სახეობა, რომელიც მოჰყავთ დასავლეთ პანამაში, მიუდგომელი ბარუს ვულკანის ფერდობებზე. თანაც სეზონის ყოველი მოსავალი მხოლოდ რამდენიმე კილოგრამ მარცვალს იძლევა.
დუბაის კაფემ უნიკალური მარცვლის 20 კილოგრამის შეძენა პანამურ აუქციონზე შეძლო. ლოტისთვის სასტიკი ბრძოლა გაიმართა: მასზე ასობით მყიდველი აცხადებდა პრეტენზიას და საბოლოო ფასმა 2,2 მილიონ დირჰამს (1 470 388 ლარი) მიაღწია. ამან Nido 7 ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულ ყავის პარტიად აქცია.
და ბოლოს, დაწესებულებაში დაახლოებით 400 ფინჯანი ყავის მომზადებას გეგმავენ. ერთ-ერთი მათგანი დუბაის მმართველისთვის – შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმისთვის უკვე დაჯავშნილია.