LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიული მოვლენაა… გიორგი კვინიტაძის ნეშტი 100-წლიანი განშორების შემდეგ სამშობლოს უბრუნდება: ოთარ ზურაბიშვილი

92
ოთარ ზურაბიშვილი

საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს ხელმძღვანელი ოთარ ზურაბიშვილი გენერალ გიორგი კვინიტაძის ცხედრის საქართველოში გადმოსვენებას ეხმიანება და აცხადებს, რომ დღეს, ყველა ქართველი ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ, რადგან გიორგი კვინიტაძის ნეშტი 100-წლიანი განშორების შემდეგ სამშობლოს უბრუნდება.

მისივე განცხადებით, „გიორგი კვინიტაძემ შექმნა და ააწყო ქართული არმიის სტრუქტურა, მან საქართველოს ბრძოლის შესაძლებლობა მისცა“.

„პანთეონში შემოდის დამოუკიდებელი საქართველოს ჯარების მთავარსარდალი, მასთან ერთად შემოდის წარსული და ისტორია.

თანამედროვე საქართველოს ისტორიის ჩამოყალიბებას ერთი ქვა ემატება. ესაა დემოკრატიული, დამოუკიდებელი რესპუბლიკის მტკიცებულება მსოფლიოს წინაშე. ქვეყნისა, რომელიც უსწრებს დროს. როდესაც გიორგი კვინიტაძემ შექმნა და ააწყო ქართული არმიის სტრუქტურა, მან საქართველოს ბრძოლის შესაძლებლობა მისცა, მაშინაც კი, როცა ბოლო ბრძოლები დღეს გვაგრძნობინებენ მარცხით განცდილ ჭრილობებს. სწორედ ეს სული, ეს ბრძოლა ზრდის საქართველოს წინააღმდეგობის გაწევასა და ბრძოლისუნარიანობას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g