LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„​ისწავლეთ რუსეთთან მეგობრობა – მაშინ კბილებსაც მთელს შეინარჩუნებთ“ – კადიროვი დასავლეთის ქვეყნებს

117
კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი სოციალური ქსელით დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს ისწავლონ რუსეთთან მეგობრობა და „კბილებიც მთელი შეუნარჩნდებათ“.

მისი განმარტებით, რუსეთი ძლევამოსილი სახელმწიფოა და დასავლელმა პოლიტიკოსებმა რუსეთთან თანამშრომლობას უნდა გადახედონ.

„ეს უკვე სხვა ძლიერი და ძლევამოსილი რუსეთია და თქვენ, დასავლელმა პოლიტიკოსებმა საჭიროა, გადახედოთ არა რუსეთის ფედერაციის დაშლის სტრატეგიას, არამედ იმ ქვეყანასთან თანამშრომლობას, რომელიც გაძარცული და დასავლეთისგან დამცირებული, ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გადაიქცა ძლიერი პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე სახელმწიფოდ, რეორგანიზებული სტრატეგიული მიზნებით.

დასავლეთის ქვეყნებმა ჯობს, არ იდავონ რუსეთთან. ისწავლეთ რუსეთთან მეგობრობა – მაშინ კბილებსაც მთელს შეინარჩუნებთ“, – აცხადებს კადიროვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g