იტალიის ხელისუფლებამ ტურისტების მოსაშორებლად ახალ მეთოდს მიაგნო: ტურისტული გადასახადი ღამეში 5-დან 25 ევრომდე უნდა გაიზარდოს იმ დამსვენებლებისთვის, რომლებიც ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროების ნომრებში ჩერდებიან. ამის შესახებ The Independent წერს.
როგორც იდეის ავტორები აზუსტებენ, პოპულარულ ევროპულ დანიშნულებას ასეთი ზომა გადამეტებულ ტურიზმთან საბრძოლველად ესაჭიროება. გადასახადი დაემატება დიდ ქალაქებს, მათ შორის ფლორენციას და რომს. მაგალითისთვის, 25 ევროს გადახდა მოუწევთ იმ ტურისტებს, ვინც 750 ევროზე უფრო ძვირადღირებულ სასტუმროს ნომერშია გაჩერებული. ხოლო 100 ევროზე უფრო ბიუჯეტური სასტუმროს ნომრისთვის ტურისტული გადასახადი მხოლოდ 5 ევრო იქნება.