LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალია ბრუნდება: იტალიელებმა ინგლისელებს გადაასწრეს

40

იტალია უეფას რეიტინგში ინგლისს ასწრებს.
იუვენტუსი, ნაპოლი, რომა და ინტერი – ოთხივე ამ იტალიურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე თავისი თამაშები მოიგეს. ასეთი შედეგი იტალიურ გუნდებს 2005 წლის შემდეგ არ ქონიათ. იტალიამ უეფას რეიტინგში ინგლისს გადაასწრო და მეორე ადგილზე გადავიდა. ესპანეთი ჯერ კიდევ შორსაა – ისინი მეორე ადგილს თითქმის 22 პუნქტით უსწრებენ.

ამ სეზონში აპენინების წარმომადგენლებმა 5.357 ქულა მოაგროვეს. ამ მაჩვენებლით იტალია 2018/19 წლებში საერთოდ პირველ ადგილზეა.

 

 

რაც შეეხება ცალკეული გუნდების რეიტინგს, საქმე ასეა:
იუვენტუსი – მე-5 საფეხურზეა, რომა – მე-13-ეა, ნაპოლი – მე-14 (სხვათა შორის, სწორედ ლივერპულს გაასწრეს), ფიორენტინა – 37-ე, ლაციო – მე-40, ინტერი – 57-ე, მილანი – 83-ე, მას კი 84-ეზე ატალანტა მოყვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები