საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე ლოკოკინების ფერმა გაშენდა. ფერმა პირველ, 8-12 ტონამდე მოსავალს უკვე დეკემბერში ელოდება.
წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ევროპაში, კერძოდ კი იტალიაში მოხდება. დღესდღეობით ფერმაში 15 ადამიანია დასაქმებული.