LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიამ მუზეუმების უფასო დღეები გააუქმა

63

იტალიამ მუზეუმების უფასო დღეები გააუქმა. კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ე.წ. „საკვირაო მუზეუმის“ პროგრამა სექტემბრიდან დახუროს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ყოველი თვის პირველ კვირა დღეს ყველა სახელმწიფო მუზეუმის მონახულება სრულიად უფასო იყო. ბუნებრივია, ამ შანსს ყველა ტურისტი იყენებდა და პრობლემაც სწორედ ამან წარმოქმნა. ხელისუფლების ინფორმაციით, კვირაობით ვიზიტორთა ნაკადი იმდენად იზრდებოდა, რომ ისინი ადგილობრივ მოსახლეობას დიდ დისკომფორტს უქმნიდნენ, ტრანსპორტი კი ზედმეტად იტვირთებოდა.

შეგახსენებთ, რომ უფასო მუზეუმების პროგრამა 2014 წელს დაიწყო და 2017 წელს ის 3,5 მილიონმა ადამიანმა გამოიყენა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები