LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ბარბის დახმარებით ალცჰაიმერის მკურნალობა დაიწყეს

125
medium_2023-08-01-c3bc02da3f

იტალიური ქალაქის, ლეჩეს სარეაბილიტაციო ცენტრში ალცჰაიმერით დაავადებულთა მკურნალობა ბარბის თოჯინების დახმარებით დაიწყეს. მედიკოსთა თქმით, პაციენტები რომლებიც ცნობილი თოჯინათი თამაშობენ, ინფორმაციას უკეთ იმახსოვრებენ, დიალოგების გამართვაც უადვილდებათ, ნაკლები პრობლემა აქვთ ძილთან დაკავშირებით და ემოციებსაც უკეთ მართავენ. საინტერესო ინფორმაციას italy 24 ავრცელებს.

წარსულში საავადმყოფოში მკურნალობისთვის ჩვეულებრივ თოჯინებს იყენებდნენ, თუმცა პაციენტებს უცნობ თოჯინებთან სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდათ. სპეციალისტები თვლიან, რომ ბარბიზე პოზიტიური რეაქცია პაციენტთა ბავშვობის მოგონებებს უკავშირდება. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი თოჯინა მათ წარსულში მოგზაურობის საშუალებას აძლევს.

დღეისთვის არ არსებობს ისეთი თერაპია, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადების სრულად განკურნება შეუძლია. თუმცა, ევროპაში აქტიურად ეძებენ გზებს პროცესების შესანელებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები