LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობისთვის სასჯელი გამკაცრდა

108
Screenshot 2025-07-02 112727

იტალიამ მიიღო კანონი, რომელიც ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობისთვის სასჯელს ამკაცრებს. ამიერიდან ცხოველის მოკვლა, წამება და ძაღლების ბრძოლებში მონაწილეობის მიღება ბევრად უფრო მკაცრად დაისჯება, წერს გამოცემა Wanted in Rome.

ადრე კანონი ცხოველების უფლებებზე მეტად ადამიანების „გრძნობებზე“ იყო ორიენტირებული. ახალი ჩასწორებით კი ცხოველები ოფიციალურად, ცალკე ობიექტებად აღიქმებიან.

ცხოველის მკვლელობისთვის გათვალისწინებულია 6 თვიდან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 5,000-დან 30,000 ევრომდე ჯარიმა. თუ მკვლელობას თან ახლავს წამება, სასჯელი იზრდება — 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და 10,000-დან 60,000 ევრომდე ჯარიმით.

სასტიკი მოპყრობისთვის, მათ შორის ცხოველის წამებისთვის, ბრალდებული 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობას და 5,000-დან 30,000 ევრომდე ჯარიმას მიიღებს. წარსულში, სასამართლოს შეეძლო მხოლოდ ჯარიმით დაკმაყოფილებულიყო ან პატიმრობა მიესაჯა — ამიერიდან ორივე ზომა სავალდებულოა.

თუ დანაშაული ბავშვების თანდასწრებით იქნება ჩადენილი ან ვიდეო გადაიღეს და ინტერნეტში ატვირთეს — სასჯელი დამატებით კიდევ უფრო მკაცრდება.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ძაღლების ბრძოლებს. ცხოველის ასეთ შეჯიბრებაში ჩართვა 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება. უფრო მეტიც, 3 თვიდან 2 წლამდე პატიმრობა და სოლიდური ჯარიმა შეიძლება მიესაჯოთ ორგანიზატორებს და მაყურებლებსაც კი.

კანონი ასევე კრძალავს ძაღლის ბოძზე დაბმას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სამედიცინო ან დროებითი უსაფრთხოების მიზეზებით. გარდა ამისა, სამართალდამცავებს უფლება ეძლევათ, დამნაშავისთვის ჩამორთმეული ცხოველები დაუყოვნებლივ თავშესაფრებში გადაიყვანონ, სასამართლოს ხანგრძლივი პროცედურის გარეშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები