რომსა და მილანში ელექტროსკუტერების გაქირავების ფირმები დააკვირდებიან თუ როგორ იცავენ მძღოლები პარკინგისა და საგზაო მოძრაობის წესებს. სისტემატური დარღვევის შემთხვევაში მოწყობილობა მძღოლს მართვის სავალდებულო კურსზე „გაგზავნის“.
თუკი ადამიანი პარკინგის ან საგზაო მოძრაობის წესს პირველად არღვევს, სკუტერი მძღოლის ტელეფონზე გაგზავნის შეტყობინებას, სადაც მას მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს. საგზაო წესის დარღვევის განმეორების შემთხვევაში უყურადღებო მძღოლი უკვე ჯარიმას მიიღებს.
თუკი წესი მესამედაც დაირღვევა, ადამიანს სავალდებულო მართვის კურსის გავლა მოუწევს. ეს კურსი უფასო იქნება და მის გარეშე ელექტრო სკუტერი მძღოლისთვის სამუდამოდ დაიბლოკება.
საინტერესოა, რომ ბოლო წლის განმავლობაში ევროკავშირში ელექტრო სკუტერების გამოყენების მაჩვენებელი 4-ჯერაა გაზრდილი.
ბუნებრივია, საგზაო შემთხვევების რაოდენობაც გაიზარდა. ავარიების ძირითად მიზეზად არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა და სკუტერის გამოყენების საგზაო წესების დარღვევა სახელდება.