იტალიის მთავრობა მუშაობს კანონზე, რომელიც საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ფარანჯისა და ნიქაბის ტარებას აკრძალვას. ინფორმაციას ამის შესახებ Politico ავრცელებს.
ინიციატივა პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის ერთ-ერთი ნაწილი გახდება. ამიერიდან კანონი მეჩეთების დაფინანსებას დაარეგულირებს და ჰიჯაბის ტარებას აკრძალავს.
პრემიერის ჯორჯია მელონის გადაწყვეტილებით, უნდა გამკაცრდეს ჯარიმები იძულებით ქორწინების გამო და სახელმწიფოს მიერ არ აღიარებული რელიგიური ჯგუფების დაფინანსების წყაროებიც უნდა გასაჯაროვდეს.
რაც შეეხება ახალ კანონს, მისი დარღვევისთვის ჯარიმა 300-დან 3000 ევრომდეა გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ იტალია აპირებს გაიმეოროს საფრანგეთის მაგალითი, სადაც ბურკის ტარება 2011 წლიდანაა აკრძალული.
იტალიის ისლამურ ორგანიზაციებს სიახლესთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებიათ.