რომში წარადგინეს 13 მეტრის სიმაღლის ქანდაკების რეკონსტრუქცია, რომელსაც მსოფლიო კონსტანტინეს კოლოსის სახელით იცნობს. ჩამომჯდარი ფიგურა ასახიერებს იმპერატორ კონსტანტინე დიდს (272-337), რომელმაც ქრისტიანობა მთავარ რელიგიად გამოაცხადა. სიახლის შესახებ Nova.news წერს.
ორიგინალური ქანდაკება რომის იმპერიის დაცემის შემდეგ მალევე დაშალეს და ნაწილ-ნაწილ მიმოფანტეს. მარმარილოსა და ბრინჯაოსგან დამზადებული სკულპტურა მძარცველებისთვის ძალიან მიმზიდველი იყო.
ქანდაკების ნარჩენები XV საუკუნეში აღმოაჩინეს. ფრაგმენტები მოიცავდა თავს, ხელს, მუხლს, ფეხის ნაწილს, ტერფს და მკერდის ფრაგმენტს.
სპეციალისტებმა ყველა შენარჩუნებული ნაწილისთვის 3D მოდელი შექმნეს. შემდეგ ეს ნაწილები გააერთიანეს, რათა დაედგინათ თუ როგორ გამოიყურებოდა ქანდაკება მანამდე, სანამ მცირე ნაწილებად დაშლიდნენ.
გიგანტური ქანდაკება ამჟამად რომში, კაფარელის ვილაში დგას, რაც კაპიტოლინის მუზეუმების კომპლექსის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს. მის ნახვას მსურველები 2025 წლამდე შეძლებენ, შემდეგ სკულპტურას დიდი ალბათობით, ადგილს შეუცვლიან.