LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებისთვის 5-ნიშნა ჯარიმებს გამოწერენ

133
Screenshot 2024-01-25 132112

იტალიაში კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებისთვის ჯარიმები იზრდება. Reuters-ის ინფორმაციით, ამიერიდან კანონდამრღვევებს 10 ათასიდან 60 ათას ევრომდე თანხის გადახდა მოუწევთ.

ახალი კანონი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის „ეკოლოგიური ვანდალიზმისგან“ დაცვას ემსახურება. მისი მიღება კი რადიკალური ეკოლოგიური აქტივისტების გამო გადაწყვიტეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა იტალიური ორგანიზაცია Ultima Generazione, რომელმაც გრაფიტები დახატა რომში, კოლისეუმის კედლებზე, ხოლო ვენეციის არხები მწვანე ფერად შეღება. ამ გზით აქტივისტებმა კლიმატის ცვლილების მიმართ ყურადღების მიპყრობა სცადეს.

დააჯარიმებენ ასევე ტურისტებსაც, რომლებიც ღირსშესანიშნაობების კედლებზე წარწერებს დატოვებენ.

ობიექტების აღდგენა საკმაოდ დიდ ფინანსებს საჭიროებს და ამჟამად მათი ანაზღაურება გადასახადების გადამხდელებს უწევთ. იტალიის კულტურის სამინისტროში მსგავსი მიდგომა უსამართლოდ მიიჩნიეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები