LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იტალიაში მარტში ჩამოვიდა.. ამ დროს ორსულობის მეოთხე თვეში იყო, სამსახურის დაკარგვის ეშინოდა“ – რა ხდება ცნობილი ქართველ ქალზე, რომელმაც მედიის ცნობით, ახალშობილი შვილი ნაგავსაყრელზე დატოვა

627
medium_2023-08-15-458f5ea60f

რამდენიმე დღის წინ, იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტა­რან­ტო­ში, ნა­გავ­საყ­რელ­ზე ახალ­შო­ბი­ლი და­ტო­ვეს. მომხდარზე ახალი დეტალები ვრცელდება.

როგორც იტალიური მედია წერს, ნა­გავ­საყ­რელ­თან მი­ტო­ვე­ბუ­ლი ახალ­შო­ბი­ლის დედა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა და 24 წლი­საა. ამასთან, მედიის ცნობით, მას რამდენიმე დღე მის­ცეს იმისთვის, რათა გადაწყვიტოს, დაიტოვებს თუ არა შვილს და შესაბამისად, აიღებს თუ არა მისი მოვლის პასუხისმგებლობას.

მედიის ცნობითვე, 24 წლის ქალს სამსახურის დაკარგვის შიში ჰქონდა. ის ერთ-ერთ ოჯახში აღმზრდელად ცოტა ხნის წინ აიყვანეს და როგორც თავად ამბობს, ეშინოდა, რომ ჩვილის გამო სამსახურს დაკარგავდა. ქალი, სა­დაც მომ­ვლე­ლად მუ­შა­ობ­და, იქვე დამ­საქ­მებ­ლის ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის გაზ­რდილ მუცელს მალავდა.

„დე­ზო­რი­ენ­ტა­ცი­ის მო­მენ­ტი გა­მოწ­ვე­უ­ლია ტა­რან­ტო­ში სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის ში­შით“, – წერს იტალიური პრესა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ცორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ქალს კი­დევ ერთი შვილი- 4 წლის ვაჟი ჰყავს, რო­მე­ლიც საქართველოში ცხოვრობს.

„ქალს ჰყავ­და პარტნი­ო­რი, რო­მელ­თა­ნაც ამ­ჟა­მად და­შო­რე­ბუ­ლია. ასე­ვე ჰყავს კი­დევ 4 წლის ვაჟი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. იტალიაში მარტში ჩამოვიდა, ამ დროს ორსულობის მეოთხე თვეში იყო“, – ამბობს ქალის ადვოკატი.

მედიის ცნობით, პო­ლი­ცია საქ­მეს არას­რულ­წლოვ­ნის მი­ტო­ვე­ბის­თვის ამ დრომ­დე აწარ­მო­ებს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ქალს ბავ­შვის მკვლელობის მცდელობა და­უ­დას­ტურ­დე­ბა, შესაძლოა დააპატიმრონ.

ექიმებმა ახალშობილს ლორენცო დაარქვეს. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. ჩვილი და­ახ­ლო­ე­ბით 3 კი­ლოგ­რამს იწო­ნის. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კლინიკაშია მოთავსებული დედაც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g