LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მხოლოდ ვაქცინირებული პირები დაიშვებიან

93
4016

მსოფლიოში კორონავირუსის დელტა შტამის სწრაფად გავრცელების გამო, სხვადასხვა ქვეყნებში ახალი შეზღუდვები წესდება. იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა სტადიონები, მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები, საგამოფენო სივრცეები, რესტორნები, საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები, დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინირებული, ე.წ. მწვანე საშვის მქონე პირები.

გადაწყვეტილება ძალაში 5 აგვისტოდან შევა. გარდა ამისა, ქვეყანამ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი წლის ბოლომდე გაახანგრძლივა.

იტალიის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, დროულად აიცრან.

“კოვიდ-19”-ის წინააღმდეგ აცრები აქტიურად გრძელდება ევროკავშირის ქვეყნებში. ბოლო მონაცემებით, 200 მილიონი ევროპელი სრულად ვაქცინირებულია.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები