LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელებმა საუკეთესო პიცერიების რუკა შექმნეს

52

იტალიელებმა საუკეთესო პიცერიების რუკა შექმნეს. ეს არის უნიკალური გიდი, რომელიც სპეციალისტთა შეფასებებზე დაყრდნობით შედგა. წელს რუკაზე იტალიის სხვადასხვა რეგიონში მდებარე 54 პიცერია მოხვდა და ვიზიტორები მათ მონახულებას ნამდვილად არ ინანებენ. ყველაზე მეტი გემრიელი პიცა კი კამპანას რეგიონში, ამ კერძის სამშობლოში ყოფილა. ხოლო, შემდეგ პოზიციებს ტოსკანა და ლაციო იკავებენ. პიცის გიდში მოხვდნენ ასევე ის რესტორნებიც, სადაც პიცის შემდეგ მისართმევ საუკეთესო დესერტებს ამზადებენ.

აღსანიშნავია, რომ სპეციალურად სტუდენტებისა და ღარიბი მოგზაურებისთვის, რუკაზე ხელმისაწვდომი, ყველაზე გემრიელი პიცერიებისთვის ცალკე გვერდია გამოყოფილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები