ვენეცია იტალიის იმ ქალაქების რეიტინგის სათავეში მოექცა, რომლის მაცხოვრებლებიც უცენზურო ლექსიკას საუბარში ყველაზე ხშირად იყენებენ. საინტერესო სია ენების შესწავლის პლატფორმამ Preply შეადგინა.
ვენეციელებს იმდენად უყვართ ბილწსიტყვაობა, რომ დღეში საშუალოდ 19 „ცუდ“ სიტყვას ამბობენ. სპეციალისტთა აზრით, ასეთი მაჩვენებელი ტურისტებს შორის ძალიან პოპულარული ქალაქის გეოგრაფიულ მდებარეობას უკავშირდება. ვენეციაში ადგილობრივები ბევრ პრობლემას აწყდებიან, ამიტომ მათი ლანძღვა-გინება გასაკვირი სულაც არ არის.
იტალიის ყველაზე უცენზურო ქალაქების სია:
1. ვენეცია (დღეში 19 გინება)
2. პადუა და ბრეშია (17)
3. გენუა (14)
4. მესინა (12)
5. მილანი (11)
6. ტურინი, პალერმო და ფლორენცია (9)
7. რომი და ტრიესტი (8)
8. მოდენა (7)
9. ნეაპოლი, ვერონა, პარმა, ბარი, ბოლონია, კატანია (6)
10. ტარანტო (5)
საშუალოდ თითოეული იტალიელი დღეში 8,91-ჯერ იგინება. მამაკაცები ბილწსიტყვაობას დღეში – 11,6-ჯერ, ქალბატონები კი – 6,3-ჯერ უთმობენ დროს. ყველაზე ხშირად იტალიელები სახლში, მეგობრებთან, ასევე ოფისში და საჭესთან იგინებიან.