მას შემდეგ, რაც იტალიასთან პირდაპირი ფრენები გაუქმდა, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, იტალიაში მყოფი ქართველების ჩამოფრენის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
“მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იტალიიდან პირდაპირი რეისებით საქართველოში გამომგზავრებას აპირებდნენ. ჩვენ უკვე ვმუშაობთ, რომ ორგანიზებულად მოხდეს მათი ჩამოყვანა. ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. დეტალური ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენი საელჩოს მეშვეობით გავრცელდება”, – აცხადებს თურნავა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა (ვიდეო)
საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში მოგზაურობისგან.
შეგახსენებთ, იტალიასთან ფრენების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღეს მიიღო. მთავრობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი, მოგზაურობისგან თავის შეიკავონ.