LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის 10 ულამაზესი ქალაქი, რომელსაც ტურისტები იშვიათად სტუმრობენ

274

თუ რომში ან მილანში უკვე იმოგზაურეთ და ფიქრობთ, რომ იტალია მეტი ვერაფრით გაგაკვირვებთ, გაემგზავრეთ კრუიზში Costa Cruises-ის ბორანით და მოინახულეთ ათი ულამაზესი ქალაქი, რომელთაც ტურისტები იშვიათად სტუმრობენ.

ორიგინალური პროექტი, რომელიც იტალიის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტრომ შეიმუშავა ასოციაციათან I borghi più belli d’Italia („იტალიის ყველაზე ლამაზი ქალაქები) ერთად, სტრანდარტული ტურისტული პროგრამის ალტერნატიულ მარშრუტს ითვალისწინებს, კომპანიონობას ექსკურსანტებს კი, ადგილობრივები უწევენ, რომლებიც მოგზაურებს მშობლიური ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას და ისტორიას, ტრადიციებსა და სამზარეულოს აცნობენ.

მონტემარჩელო, ლიგურია – აუცილებლად უნდა ნახოთ: ვიწრო ქუჩები შუასაუკუნეების ქვის თაღებითა და სან პიეტროს აღორძინების ეპოქის ტაძრით, უძველესი ციხე-სიმაგრე და პუნტო კორვოს პანორამული მოედანი ზღვის დონიდან 260 მეტრის სიმაღლეზე, სადაც ლურჯი ცა, ტყისა და ბალახის სიმწვანეში ეფლობა.

სებორგა, ლიგურია – აუცილებლად უნდა ნახოთ: შუასაუკუნეების კარიბჭე და ციხე-სიმაგრე, ტამპლიერების მონოლითური სახლი, სან მარტინოს ბაროკოს ეპოქის ეკლესია და მონაზონთა სავანე, რომელმაც მე-17 საუკუნის სამეფო სასახლის ნანგრევები შემოინახა.

არკუა-პეტრარკა, ვენეტო – აუცილებლად უნდა ნახოთ: მდიდარი ვენეციელების ტუფის სააგარაკო სახლები და უძველესი აბანოები, პეტრარკას შადრევანი და საფლავი ვერონის წითელი მარმარილოს ქვით.

ორვიეტო, უმბრია – აუცილებლად უნდა ნახოთ: ვულკანური კლდეები და ტუფით ნაშენი კედლები, გოთიკური ტაძარი და უზარმაზარი ჭა მიწისქვეშა ლაბირინთში.

 (ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები