LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის 10 ყველაზე ლამაზი ფერადი ქუჩა

297

ულამაზესი, განსხვავებული, უნიკალური და მომნუსხველი ფერადი ქუჩების პოვნა იტალიის ყველა ქალაქშია შესაძლებელი. ეს ქუჩები მნახველს მიმზიდველი არქიტექტურითა და იტალიური სულით აოცებს.

1. სპელოს ქუჩები

სპელო ძალიან პატარა, საყვარელი რეგიონია, რომლის არქიტეტურაც შუა საუკუნეებისა და რენესანსის ელემენტებს მოიცავს. ქალაქის უნიკალურობა მის ყველა კუთხეში იგრძნობა.

2. ბურანო, ვენეცია

ბურანო ვენეციის ლაგუნაში განთავსებული პატარა კუნძულია და ის ცნობილი თავისი ფერად-ფერადი ნაგებობებით გახდა.

3. კორსო სანტა ანასტასია, ვერონა

სანტა ანასტასიას ვიწრო ქუჩებში ანტიკური სული ყველა ნაბიჯზე იგრძნობა. ეს სწორედ ის ქალაქია, რომლის ნახვა ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებელია.

4. ლიგურია

ლიგურიის ქუჩები ნამდვილი იტალიის განსახიერებაა და იტალიური სულის შეგრძნობაც ყველაზე უკეთ სწორედ იქ შეიძლება.

5. ამალფი

ამალფი ძალიან პოპულარული დანიშნულებაა და ყველაზე მეტი ადამიანი მას ზაფხულობით აკითხავს. ეს კი სანაპიროსა და განსაკუთრებულად ლამაზი გზების დამსახურებაა.

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები