LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის ნაკრებს ფორმა ”აჭარა ტექსტილმა” შეუკერა

41

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ”ევრო 2016” იტალიის ნაკრები საქართველოში შეკერილი ფორმით გამოდის. როგორც ”ფორტუნას” საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ოსმან ჩალიშქანი-მჟავანაძემ განუცხადა, სპორტული სამოსი იტალიელებისთვის კომპანია ”აჭარა ტექტილმა” შეკერა.

ჩალიშქანი-მჟავანაძის ინფორმაციით, კომპანია სამკერვალო ფაბრიკებს ამ ეტაპზე ბათუმსა და ქობულეთში ფლობს. ”გარდა იტალიის ნაკრებისა, “აჭარა ტექსტილი“ მსოფლიოს მასშტაბით სპორტული ტანისამოსით უკვე რამდენიმე წელია 33 გუნდს ამარაგებს, მათ შორის ”დორტმუნდის ბორუსიასა” და სხვა კლუბებს”, – აღნიშნა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა.

ცნობისთვის, იტალიის ნაკრებმა ასევე აჭარაში შეკერილი ფორმებით ითამაშა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ”ევრო 2012”-იც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები