LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის პირველმა ქალმა პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ მინისტრთა კაბინეტთან ერთად ფიცი დადო

68
78op89op

პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერი, ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. მელონიმ ფიცი უკვე დადო.

“ვფიცავ, რომ რესპუბლიკის ერთგული ვიქნები”. – თქვა მელონიმ.

მანამდე იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ ჯორჯია მელონის უფლებამოსილება მისცა კოალიციური მთავრობის ფორმირება მოეხდინა. მელონიმ მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ქვეყანას ულტრამემარჯვენე მთავრობა ჰყავს.

მინისტრთა კაბინეტი 24 მინისტრისგან დაკომპლექტდა, რომელთა ვინაობაც უკვე ცნობილია.

ახალ მთავრობაში პარტია „იტალიის ძმების“ გარდა, კიდევ ორი პარტია იქნება, მატეო სალივანის „ლიგა“ და ანტონიო ტაიანის „წინ იტალია“. სალივანი და ტაიანი ვიცე-პრემიერები გახდნენ, ტაიანი ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტსაც ჩაიბარებს.

სალივანი კი ინფრასტრუქტურის მინისტრი იქნება. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოზი გახდება, რომელიც სალივანის მოკავშირედ ითვლება და უკანონო ემიგრაციის მოწინააღმდეგეა. იუსტიციის მინისტრად კარლო ნორდიო ინიშნება, თავდაცვის მინისტრის პოსტს კი გუიდო კროზეტო დაიკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები