LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის ტაძარში ტურისტებისთვის პლანშეტები განათავსეს

28

იტალიის ტაძარში ტურისტებს თავისი კვალის დატოვების უფლებას მისცემენ. „ლოქალის“ ინფორმაციით, საინტერესო გადაწყვეტილება ფლორენციის ხელმძღვანელობამ მიიღო და ციფრული გრაფიტის დასატოვებლად ქალაქის მთავარი კათედრალი შეირჩა. ტაძარში განათავსეს უამრავი პლანშეტი, სადაც დამთვალიერებლები სასურველი წარწერის თუ ნახატი დატოვებას შეძლებენ. მოგვიანებით, „ნაშრომები“ ტაძრის საიტზე განთავსდება და მათ დათვალიერებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

ფლორენციაში დარწმუნებულნი არიან, რომ სიახლე ვანდალთა რაოდენობას შეამცირებს და მათ საშუალებას მისცემს, რომ თავისი სურვილები კანონის დარღვევის გარეშე განახორციელონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები