LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიურ კუნძულზე ველური თხების გაშვილება დაიწყეს

124
gettyimages-929140098

იტალიის კუნძულ ალიკუდიზე წამოიწყეს უჩვეულო ინიციატივა სახელად – „წაიყვანე შენი თხა“. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, კუნძულზე მცხოვრებ ერთ ან რამდენიმე თხაზე აიღოს მეურვეობა, წერს CNN Travel.

თხების დარიგების იდეა იმის გამო გაჩნდა, რომ მათმა რაოდენობამ ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვს 6-ჯერ გადააჭარბა. კუნძულზე, რომლის ფართობიც 5 კვადრატულ კილომეტრზე ცოტათი მეტია, მხოლოდ 130 ადამიანი ცხოვრობს. ისინი ჩივიან, რომ გარეული თხების ჯოგები ანადგურებენ გაზონებს, აფუჭებენ ფასადებს და სახლებზე ძვრებიან.

თხების წაყვანას მსურველები შინაურ ცხოველებად ან ფერმებში შეძლებენ. მაგალითად, ერთ-ერთმა ადგილობრივმა გადაწყვიტა, რომ რძის და ყველის წარმოებაც კი დაიწყოს.

თხები კუნძულზე პირველად 20 წლის წინ მიიყვანეს. მაშინ თითქოს მათ გამრავლებას აპირებდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში თხები მარტო დარჩნენ და საკუთარ თავზე ზრუნვაც დამოუკიდებლად მოუწიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები