LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიური დიეტა: ვინ და რამდენს იღებს სერია ა-ში

63

იტალია თანდათან გამოდის კრიზისიდან. მართალია ინგლისამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე კლუბების აქტიურობა, ხელფასების მატება და აღმოსავლური ინვესტიციები ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა.

სერია ა-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ტურინის ”იუვენტუსის” ახალწვეული ფორვარდი გონსალო იგუაინია, რომელიც წლიურად 7.5 მილიონ ევროს შოულობს. ”რომას” ნახევარმცველი დანიელე დე როსი წელიწადში 6.5 მილიონს იღებს. მესამე ადგილს იკავებენ ედინ ჯეკო (რომა) და მირალემ პიანიჩი (იუვენტუსი) – 4.5 მილიონი.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრია. მას ”იუვენტუსში” 5 მილიონ ევროს უხდიან. შემდეგ მოდიან ”რომას” თავკაცი ლუჩანო სპალეტი (3 მილიონი) და ”მილანის” დამრიგებელი ვინჩენცო მონტელა (2.2 მილიონი).

ჯამურად იტალიური კლუბები წელს ხელფასებზე 927 მილიონს დახარჯავენ – 45 მილიონით მეტს, ვიდრე გასულ სეზონში.

ყველაზე კარგი ხელფასები ”იუვენტუსშია” – 145 მილიონი. შემდეგ მოდიან: ”ინტერი” (120 მილიონი), ”რომა” (92 მილიონი), ”მილანი” (80 მილიონი) და ”ნაპოლი” (75 მილიონი).
ფოტოზე გუნდის სახელწოდებასთან აღნიშნული ციფრი ხელფასების საერთო ფონდს აღნიშნავს მილიონ ევროებში პრემიების, ბონუსების და გადასახადების ჩათვლით.

მონაცემები Gazzetta dello Sport-მა გამოაქვეყნა.

 

 

ruebbd258fc0a

 

 

rue23c5f887d0

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები