LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიური ფეხბურთი ოფსაიდში ხვდება

45

იტალიური ფეხბურთი სკანდალების გარეშე ვერ ძლებს.

ნეაპოლის პროკურატურამ საქმე აღძრა საფეხბურთო კლუბების მიერ გადასახადების დამალვასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. საქმეში ფიგურირებს სერია A-სა და B-ს 35 კლუბი. ასევე კონკრეტული პირები, მათ შორის, კლუბების პრეზიდენტები, დირექტორები, მწვრთნელები და ფეხბურთელებიც. თითქმის 100 ადამიანია ეჭვმიტანილი.
მათ შორის: “ლაციოს” პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო, “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი, “პალერმოს” პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი, “ჯენოას” პრეზიდენტი ენრიკო პრეციოზი, “ფიორენტინას” პრეზიდენტი ანდრეა დელა ვალე, “ატალანტას” ფეხბურთელი ხერმან დენისი, “ტორინოს” ფეხბურთელი ჩირო იმობილე, “მილანის” ფეხბურთელი ანტონიო ნოჩერინო, “ნაპოლის” ექსფეხბურთელი ესეკილ ლავეცი, “მოდენას” მწვრთნელი ერნან კრესპო და სხვა, შედარებით ნაკლებად ცნობილი პირები.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც პროკურატურამ “ოპერაცია ოფსაიდი” დაარქვა, რამდენიმე ეჭვმიტანილმა საგანგებო კომენტარი გააკეთა.

აურელიო დე ლაურენტისი (“ნაპოლის” პრეზიდენტი):
“ეს არის დიდი სისულელე, რომელიც პროკურორმა და ჟურნალისტებმა ააგორეს. არ მინახავს დოკუმენტები და სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, რადგან არაფერი დამიშავებია და საკუთარ თავთან მართალი ვარ. არ ვიცი, ვის რაში ედება ბრალი, მაგრამ “ნაპოლი” რომ სუფთაა, ამაში დარწმუნებული იყავით”.

კლაუდიო ლოტოტო (“ლაციოს” პრეზიდენტი):
“არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რაც გაზეთებში დაიწერა. ფინანსების დამალვაზე ითქვა და სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, თუ რაზეა ლაპარაკი. იტალიურ ფეხბურთს ახალი “კალჩოპოლი” არ სჭირდება და იმედია, რომ “ოპერაცია ოფსაიდს” გაგრძელება არ ექნება. “ლაციო” ცამდე მართალია, მაგრამ არც ის მსურს, რომ სხვა კლუბები აღმოჩნდნენ გასვრილნი”.

ადრიანო გალიანი (“მილანის” ვიცე-პრეზიდენტი):
“ნეაპოლის პროკურატურამ წერილობით მაცნობა სრულიად გაუგებარი საქმის შესახებ, რომელიც გადასახადების დამალვას და ფინანსების გათეთრებას ეხება. ეს თემა უკვე მარგინალურია და დარწმუნებული იყავით, რომ გაგრძელება არ აქვს. გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან არც მე და არც “მილანს” არაფერი გვემუქრება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები