იტალიური Vogue-ს მთვარი რედაქტორი მამაკაცი გახდა. გამოცემის ინფორმაციით, ემანუელ ფარნეტი არის პირველი მამაკაცი, რომელიც ამ საპატიო პოსტზე დაინიშნა. ცნობილი ჟურნალისტი და გამომცემელი, წარსულში იტალიური GQ-სა და Ad-ს რედაქტორობდა, ასე რომ, მას მართლაც დიდი გამოცდილება აქვს. ხოლო, რაც შეეხება ვოგის ლეგენდარულ რედაქტორს ფრანკა სოცანის, ის მოდურ ჟურნალს უკანასკნელი 28 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და მთელი ეპოქაც შექმნა.
შეგახსენებთ, რომ სოცანი გასული წლის 22 დეკემბერს გარდაიცვალა და მას შემდეგ „ვოგის“ რედაქტორის პოსტი თავისუფალი იყო.