იუბილარი ეკა კახიანი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს. ყველა აღნიშნავს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და მომღერალი არაჩვეულებრივად გამოიყურება.
ეკა კახიანს დაბადების დღეს ულოცავს ოჯახის მეგობარი, ბლოგერი კოკი ფერაზი ფანგანი.
„დღეს იუბილეს ზეიმობს უმშვენიერესი, განუმეორებელი ეკა კახიანი, რომელიც არის სცენის ნამდვილი დედოფალი და კლასიკა. ჩემი მეგობრის დედა, ქალბატონი რომელსაც ერთდროულად მოაქვს სითბო, ღირსება და დიდებული ქარიზმა. გილოცავ დაბადების დღეს, საოცარო ეკა, გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიყვარულით სავსე დღეებს და კიდევ ბევრ წარმატებულ წელს სცენაზე და მის მიღმა“, – წერს კოკი ფერაზი ფანგანი სოციალურ ქსელში.
ეკა კახიანი 62 წლის გახდა.
