კომპანია ”Tom Hartley”-მ, რომელიც ექსკლუზიური ავტომობილების რეალიზაციით არის დაკავებული, გასაყიდად ლიმუზინი ”Mercedes-Benz 600 Pullman Laundelet” გამოიტანა. 1971-1980 წლებში მისი მფლობელი იუგოსლავიის ლიდერი იოსიპ ბროზ ტიტო იყო.
სულ ასეთი ავტომობილი 59 ეგზემპლარად აიწყო და ის ერთ-ერთია იმ ექვსიდან, რომელსაც ექვსი კარი აქვს.
”Mercedes-Benz 600 Pullman Laundelet” აღჭურვილია 6,3 ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 250 ცხენის ძალას ავითარებს და ოთხსაფეხურიან გადაცემათა კოლოფს ერწყმის.
ავტომობილი იუგოსლავიის დროშებით იყიდება, აქვს ორიგინალური სანომრე ნიშანი, დოკუმენტაცია და სათადარიგო ნაწილების კატალოგი. გარდა ამისა, ლიმუზინის აღჭურვილობა მოიცავს ელექტროსაპარსს, სათავსოს პარფიუმერისაათვის და სალონის უკანა ნაწილში მიკროფონის სადგამს.
ავტომობილის ღირებულებას მხოლოდ ინდივიდუალური მოთხოვნის შემდეგ ახმაურებენ, თუმცა პრესაში წერენ, რომ ლიმუზინი სამ მილიონ ევროდ არის შეფასებული.