LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუკნევიჩიენე: ადამიანი დიდი გულით და სინდისით, კიკაბიძე დიდ წინააღმდეგობას უწევდა ივანიშვილის რეჟიმს

197
Untitled design (3)

მსახიობისა და საესტრადო მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ

როგორც პოლიტიკოსი წერს, ბუბა კიკაბიძე დიდი გულის და სინდისის ადამიანი იყო და ის წინააღმდეგობას უწევდა ივანიშვილის რეჟიმს:

„ჩვენი თაობისთვის ის ჩვენიანი იყო. „ქართველი“ – მაშინ არ ვიცოდით, რომ ის იმ „გრუზიას“ წარმოადგენდა, რომელსაც ახალ საქართველოს ვუწოდებთ.

არ შევმცდარვართ, ის დიდი გულის და სინდისის ადამიანი იყო.

ვახტანგ კიკაბიძე დიდ წინაღმდეგობას უწევდა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც აშინებს თავის ხალხს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მიერთება ქვეყანას ომამდე მიიყვანს, რომ ევროკავშირს სურს მათი ომში ჩართვა, რომ ისინი არ დაიკავებენ მხარეს ამ კონფლიქტში (?!).. მარადიული ხსოვნა ამ
მართალ და პატიოსან ადამიანს“, – წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოჯახის წევრებისა და ახლობლების ინფორმაციით, ვახტანგ კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდები 17 და 18 იანვარს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება.

19 იანვარს ვახტანგ კიკაბიძეს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ.

ამავე თემაზე: 

ვიდეო: „სოფიკო იქ არის, დანელია იქ არის, მე რომ ჩავალ, მეორე სერიას გადავიღებთ, ალბათ“ – ამონარიდი ბუბა კიკაბიძის ერთ-ერთი უკანასკნელი ინტერვიუდან

“ბუმბერაზები წავიდნენ, დაპატარავდა თბილისი…აღარც პავლე გვყავს მედროგე, ხვალ ვინ გვიმღერებს ვინ იცის” – დათო ევგენიძემ ბუბა კიკაბიძეს ლექსი მიუძღვნა

გია როინიშვილი: „ბუბა- ეპოქა! ბუბა-დიდი ხელოვანი, ნამდვილი ვარსკვლავი, ბუბა-თავის სამშობლოს საუკეთესო ელჩი ყველგან და ყოველთვის! ნათელი მის სულს! ნათელი მის სახელს!“

დათო გორგილაძე: „მხოლოდ იმ ეპიზოდისთვის ვიქნები მადლიერი, დათოვლილ გზაზე აკვანშემოდგმულ ვირს რომ მიუყვება და წამოტირებისას ჯიბიდან გათოშილი ხელებით ამოაძვრენს სათამაშოს“

ვოლოდიმირ ზელენსკი არის შოკში და დიდი სურვილი აქვს ბუბას დაკრძალვის ორგანიზებაში ჩაერთოს: გიული ალასანია

ბუბას ეპოქა დამთავრდა – როგორ ემშვიდობება ნანი ბრეგვაძე გარდაცვლილ ლეგენდას

„დიდ ხელოვანთან ერთად ის იყო დიდი ადამიანი“ – ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან

„ნანუკა, შენზე საიმედო მეგობარი ცოტაა ამ ქვეყანაზე, მითხრა ბოლო ნახვის დროს…“ – ნანუკა ჟორჟოლიანი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ემოციურად ეხმაურება

ყოველი შეხვედრისას, პირველი ამას მეტყოდა ხოლმე – გია ბაღაშვილი ბუბა კიკაბიძესთან ერთად გადახდენილ ამბავს იხსენებს

ბოლოს რომ ვნახე, ვკითხე, როგორ ქაჩავ კონცერტებს და ამ ტემპს? მითხრა, გივიჯან, ახლა რომ დავატორმუზო, ჩავჯდე სახლში, ეგრევე მოვკვდებიო – გივი თარგამაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g