იულია სუსლიაკი ისევ დააკავეს. როგორც მისი ადვოკატი ამბობს, სუსლიაკი ბაქოდან თბილისში მატარებლით ბრუნდებოდა, რა დროსაც ქართველმა სამართამდაცველებმა ის დაიჭირეს და მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
სამართალდამცველები გაუჩინარებულ ბავშვს ინტერპოლით ეძებენ
იულია სუსლიაკმა უკრაინა-რუსეთის საზღვარი 11 ბავშვით გადაკვეთა - შსს
“ქალბატონი იულია სუსლიაკი გაიტაცეს, დღეს დილის 9-ის ნახევარზე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ის არ გამოსულიყო ბრიფინგზე ხვალ” – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.
უკრაინელი ქალის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
პროკურატურა ამ დრომდე მისი დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.
პროკურატურას საქმის უკრაინის პროკურატურაში გადაგზავნა სურს.
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი გაათავისუფლეს
სუსლიაკი საქართველოში კონსულტაციებისთვის ბრუნდებოდა. იგი ხვალ ბრიფინგის გამართვასაც გეგმავდა, რომელზეც აპირებდა დაესახელებინა ის პირები, ვინც მისი თქმით, საქმეში ჩართული იყო, მას აყალბებდა და სუსლიაკზე ზეწოლას ახორციელებდა.
ნახეთ ასევე: ზელენსკიმ სუსლიაკის ბავშვების წასაყვანად საკუთარი ბორტი გამოგზავნა