ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი იულია სუსლიაკის ფსიქიკურ პრობლემებზე მისი ადვოკატი საუბრობს. ზურა თოდუას მტკიცებით, ეს შესაბამისმა ექსპერტიზამაც დაადასტურა.
იულია სუსლიაკის ადვოკატები ბრიფინგს გამართავენ და დეტალებზე ისაუბრებენ
"საქართველოსთვის საფრთხეს წარმოვადგენ - ამ მიზეზით არ შემომიშვეს ქვეყანაში" - იულია სუსლიაკი
ის ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამჟამად ქალაქ ხმელინსკში იმყოფება და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს გადის.
თოდუა თვლის, რომ სუსლიაკი სამი თვე უკანონო პატიმრობაში იყო, რის გამოც იურისტი საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში ჩივილს აპირებს.
„ვამზადებთ საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესატანად იულია სუსლიაკის მიმართ დარღვეული უფლებების თაობაზე, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს გენერალური პროკურატურის კონკრეტული მაღალჩინოსნების მხრიდან, როდესაც ის მისცეს პასუხისგებაში არარსებული დანაშაულის გამო და სამი თვე იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში“, – აცხადებს თოდუა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში.
რაც შეეხება იულია სუსლიაკის მეუღლეს, თოდუას განცხადებით, ის კვლავ აფხაზეთში იმყოფება.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ იულია სუსლიაკი 19 ივლისს გაათავისუფლა.