LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იულია ტიმოშენკო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

1312978216_timoshenko

უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, იულია ტიმოშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თავისი კანდიდატურა ოფიციალურად წამოაყენა.

თავისი კანდიდატურა მან კიევში ბატკივშინას ყრილობაზე წარადგინა.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს ჩატარდება. ჯერჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში პეტრო პოროშენკო.

იულია ტიმოშენკო უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ტიმოშენკო არის უკრაინის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქალი პრემიერ-მინისტრი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები