LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე უმრავლესობა ანრი ოხანაშვილს წარადგენს

ანრი ოხანაშვილი

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე უმრავლესობა ანრი ოხანაშვილს წარადგენს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„იცით, რომ წინ გვაქვს საგაზაფხულო სესია და იცით, რომ იურიდიული კომიტეტის ახალი თავმჯდომარე უნდა წარადგინოს უმრავლესობამ. ჩვენ ვიმსჯელეთ დღეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პოზიციაზე უმრავლესობა წარადგენს ანრი ოხანაშვილს. მინდა წარმატებები ვუსურვო მას, ვინაიდან ძალიან რთული და შრომატევადი საქმის გაძღოლა მოუწევს პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ეკა ბესელიასგადადგომის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი ასრულებს.

თავად ეკა ბესელია კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერს.

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის საკითხზე არ ვეთანხმები იმ პოზიციას, რაც დღეს უმრავლესობის შიგნით შეჯერდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება სესიაზე უნდა იყოს მიღებული. ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა ჩემთვის სწორედ იმ ღირებულებების და ფასეულობების დაცვაა, რომელსაც ჩვენ ვიცავთ ამ პროცესში. ამიტომ ჩემთვის არა მხოლოდ სახელსა და გვარს, არამედ სწორედ ამ სტანდარტების დაცვას და ამ გზით სვლას აქვს პრინციპული მნიშვნელობა. პირდაპირ ვამბობ, ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას სწორედ ამიტომ არ ვუჭერ და არ დავუჭერ მხარს, ეს არ არის პერსონალური ამბავი. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ ხედვას და იმ პრინციპების დაცვას, რომელსაც ჩვენ ვიცავთ,“ – განაცხადა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები